22:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 09:05:33, 1996 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ადვოკატი: პრემიერის განცხადება მუხთარლის ოჯახის წევრების მხრიდან აღიქმება მითითებად, რომ საქმეზე გამოძიება არ ჩატარდეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება, თითქოს ჟურნალისტის გატაცებაში ქართველი სპეცსამსახურები არ მონაწილეობდნენ, ოჯახის წევრების მიერ აღიქმება მითითებად სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რომ ამ მიმართულებით რაიმე სახის საგამოძიებო ქმედებები არ ჩატარდეს. 

როგორც ჩოფიკაშვილმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილმა ფაქტობრივად, სამართალდამცავ ორგანოებს მიუთითა, ვინაიდან ყოველგვარი გადამოწმებისა და გამოძიების გარეშე ამ საქმეში პოლიციელების მონაწილეობა გამორიცხა. 

„ის ფაქტი რომ საგამოძიებო ქვემდებარეობით პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს და მუხთარლის დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვს, მიანიშნებს იმას, რომ ეს მითითება შსს-ს მხრიდან სწორადაა აღქმული და სრულდება კიდეც, რაც დაუშვებელია, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ელჩებთან კეთდება განსხვავებული განცხადებები, რომ აღნიშნული საქმე სრულყოფილად იქნება გამოძიებული“,- აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.

ადვოკატმა იმედი გამოთქვა, რომ საქმეს ძიებაში პროკურატურა უახლოეს მომავალში მიიღებს მონაწიელობას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics