17:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 14:55:46, 2108 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრემიერი მედპერსონალს: ჩვენს მთავრობას არ ახასიათებს, გადავთელოთ თქვენი ინტერესები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზადაა,  ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მედპერსონალს დღესვე შეხვდეს და მათი პრობლემები დეტალურად მოისმინოს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მედიკოსების აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაბალანსებული გადაწყვეტილება მოძებნოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, არც ერთი პროფესიონალის ღვაწლი არ დაიკარგოს.

„რამოდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი შექმენით. მე შემიძლია, დღესვე შეგხვდეთ თქვენ. ამ ფორმატში ძალიან რთული იქნება ამ პრობლემაზე მსჯელობა. ერთი რამ ცხადია, სახელმწიფომ როდესაც გაასხვისა, მაშინ მე რამდენადაც ვიცი, პროფილის შენარჩუნების ვალდებულება ჰქონდა და არავინ აპირებს, კორპუსების აშენებას. გავერკვიოთ ამ საკითხში.

ჩვენს მთავრობას არ ახასიათებს, გადავთელოთ თქვენი ინტერესები. ეს არ არის ჩვენს ინტერესში. ჩვენს ინტერესშია, რომ კვალიფიციური ადამიანები მუშაობდნენ იქ, სადაც მუშაობენ. მაგრამ ჩვენი ინტერესი ისიცაა, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც მომსპარია, გაკეთდეს და ამის გაკეთება მხოლოდ სახელწმიფოს არ შეუძლია, ალბათ, კერძო სექტორთან ერთობლივად უნდა  გაკეთდეს ისე, რომ პროფესიონალი ექიმების  ინტერესი დაცული იყოს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა აქციის მონაწილეებთან საუბრისას.

პრემიერი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე  აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

ცნობისთვის, დღეს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მედპერსონალმა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics