11:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 16:30:05, 2000 ნახვა

კომენტარი
ძაბირაძე: საგამოძიებო სამსახურში ცვლილებები შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თორდია-ფარცახალაძის საქმის გამოძახილია

ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საკადრო ცვლილებები  შესაძლოა, ყოფილ მთავარ პროკურორსა და გენერალურ აუდიტორს შორის მომხდარ ინცინდენტს უკავშირდებოდეს.

ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ ვინმემ ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტი  საგამოძიებო სამსახურში საკუთარი კადრების მოსაყვანად გამოიყენოს.

„საქმის ზუსტი შეფასება გამიჭირდება იმასთან დაკავშირებით, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩოხელის  გვარი ფიგურირებდა  ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირებას შორის და  გარდა ამისა, იგივე ბადაშვილს უკავშირებდა საზოგადოება, რომ ეს ფარცხალაძის შემდეგ მან დაიკავა გენერალური პროკურორის თანამდებობა და მოიაზრებოდა  მის კადრად პროკურატურაში, შემდეგ კი ის გადავიდა ფინანსურ პოლიციაში, ამ ყველაფრიდან  გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აი ამ სკანდალის გარკვეული გამოძახილია ის, რომ მოხდა ამ უწყებაში ამ ხალხის გადაადგილება. არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ უბრალოდ ვინმემ ეს ფაქტი, ვგულისხმობ  ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირებას და მასში ჩოხელის მონაწილეობას, გამოიყენა იმისათვის, რომ მან საკუთარი კადრები მოიყვანოს უწყებაში“,-აღნიშნა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას საგამოძიებო უწყების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი ბადაშვილი ტოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics