|
2017-06-05 14:02:42, 1978 ნახვა
კომენტარი
მუსტაფაევა: თუ საქართველოს ხელისუფლებას დახმარება უნდა, მოქალაქეობა მე კი არა, ჩემს ქმარს უნდა შესთავაზოს
თუ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ოჯახის დახმარება უნდა, მოქალაქეობა მე კი არა, ჩემს ქმარს უნდა შესთავაზოს, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ ჟურნალისტებს განუცხადა. მუსტაფაევას თქმით, ის პოლიციაში სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომების მიღებასთან დაკავშირებით დაიბარეს და არა დაკითხვაზე. "კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ არ ვაპირებ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. ჩემი მეუღლის, აფგან მუხთარლის საქმე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი უსაფრთხოება ან მოქალაქეობა. დახმარება მე კი არა, აფგან მუხთარლის სჭირდება, მოქალაქეობა მას უფრო სჭირდება, ვიდრე მე", - აღნიშნა მუსტაფაევამ. შეგახსენებთ, 3 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს მიმართა და სთხოვა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)