07:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 12:54:38, 2267 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ბონუსთან დაკავშირებით იქნება მხოლოდ გარკვეული რეკომენდაცია

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოლოდინია, რონ  ვენეციის კომისიას მანდატების განაწილების წარმოდგენილ წესზე ნეგატიური შეფასება არ ექნება და რეკომენდაციებით შემოიფარგლება:

"ჩვენი მოლოდინია, რომ ბონუსთან დაკავშირებით არ იქნება ნეგატიური შეფასება. გვახსოვს, რომ კომისიის სხდომაზეც არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააყენეს ალტერნატიული ვარიანტი ბონუსის. სამართლებრივი თვალსაზრისით ბონუსი არც შიგნით, არც გარეთ ნეგატიურად არ ფასდება, არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩვენი მოლოდინია, რომ ბონუსთან დაკავშირებით არ იქნება ნეგატიური შეფასება, იქნება გარკვეული რეკომენდაცია მეტი განსაზღვრულობის თაობაზე. ანუ ბონუსის უფრო ცხადად ფორმულირების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით  რა თქმა უნდა ვიმსჯელებთ. შეუძლება",-განმარტა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბონუსთან დაკავშირებით გარკვეული ზღვრების დაწესება არ გამორიცხა.

„განიხილება ზედა ჭერის საკითხი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საუბარი საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობის დროსაც. შეიძლება დაწესდეს გარკვეული ზღვრები. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტური ზედა ზღვარი, ეს შეიძლება იყოს ფარდობითი ზედა ზღვარი, ან ორივე ერთად. ასეთ შემთხვევაში და აბსოლუტურად განსაზღვრული და ცხადი გახდება ბონუსის მოცულობა და შესაბამისად, დაცული იქნება მყარად, საარჩევნო თანასწორობის პრინციპი. ეს არის ჩვენი მიდგომა,“ -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე გადაისინჯება.

"ბუნებრივია დოკუმენტი გადაისინჯება. დოკუმენტში შევა მთელი რიგი ცვლილებები საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics