22:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 12:13:13, 2185 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დესტრუქციული გეგმა განახორციელა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით დესტრუქციული ქმედებები დაგეგმა, რაც წარუმატებლად, მაგრამ განხორციელდა. 

აქედან გამომდინარე, კობახიძის განმარტებით, მმართველ გუნდში გარკვეული დეპუტატები ფიქრობენ, რომ კომპრომისმა აზრი დაკარგა, რის გამოც მიდიოდნენ დათმობაზე, პრეზიდენტი მომავალ წელს პირდაპირი გზით არჩეულიყო.

"ჩვენ ვთქვით, რომ დესტრუქცია არის ის, რაც შედიოდა კონკრეტული სუბიექტების გეგმებში. გარკვეული დესტრუქციული გეგმები შედგა და დაიწყო მათი განხორციელება. მქონდა პრესკონფერენცია ამასთან დაკავშირებით. იქ განვაცხადე დესტრუქციული გეგმის თაობაზე. ვთქვი, რომ დავინახავდით უახლოეს მომავალში, თუ როგორი იყო ეს დესტრუქციული  ელემენტები, რომლებითაც შედგა კამპანია საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. რეალურად  ეს დაიგეგმა და განხორციელდა სამწუხაროდ  პრეზიდენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეების უშუალო ჩართულობით, რაც ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხაროა. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია  კონსტიტუციასთან მიმართებით და ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ პირობებში გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. ეს გეგმა შედგა ეს გეგმა სამწუხაროდ განხორციელდა არა წარმატებულად,  მგრამ განხორციელდა. შესაბამისად ასეთ დროს ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს აზრი კომპრომისს",-აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics