22:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 11:09:06, 2167 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძემ მედიას კონსტიტუციური ცვლილებების საპარლამენტო განხილვის გეგმა გააცნო

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიას დღევანდელ ბრიფინგზე კონსტიტუციური ცვლილებების საპარლამენტო განხილვის გეგმა გააცნო.

კობახიძის თქმით,  მიმდინარე კვირის განმავლობაში,  დღეიდან პარასკევის ჩათვლით,  დაიწყება საკონსტიტუციო განხილვები 5 კომიტეტის ფარგლებში, შემდეგ კი სესია ჩატარდება. 

მისივე განმარტებით, ცვლილებების პირველი მოსმენა ნაცვლად 12 ივნისის კვირისა, 19 ივნისის კვირაში, რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება.

„ვენეციის კომისიის სხდომა დაინიშნა 16 ივნისს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე, 12 ივნისის კვირაში აღარ გაიმართება პირველი მოსმენა და დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა 19 ივნისის კვირაში, როდესაც გაიმართება უკვე პირველი მოსმენით განხილვა საკონსტიტუციო კანონპროექტის. ამის შემდეგ უკვე გადავალთ ისევ საკომიტეტო განხილვაზე და საკომიტეტო განხილვის დასრულებისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვა, განვიხილავთ და მივიღებთ მეორე მოსმენით უკვე ამ სესიის ბოლო კვირის განმავლობაში კანონპროექტს. როგორც ეს იყო დაგეგმილი წინასწარ, ორი მოსმენით კანონპროექტი იქნება განხილული და მიღებული ივნისის ბოლომდე. ასეთია ჩვენი გეგმა საბოლოოდ რა თქმა უნდა მესამე მოსმენით იქნება კანონპროექტი უკვე მომდევნო, საშემოდგომო სესიაზე, სავარაუდოდ ოქტომბერში გაიმართება კანონპროექტის განხილვა ჩვენი პროგნოზით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics