06:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 13:08:06, 2377 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იან კელი წითელაშვილის ბრალდებაზე: ჩემი მთავრობა ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვის

„ჩემი მთავრობა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის ბრალდებას, რომ მას ტერორისტებთან აქვს კონტაქტი.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა უსაფუძვლო ბრალდებას ვუპასუხო. მე პანკისის ხეობაში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი, პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად. ქალაქში სულ ნახევარი საათით ვიმყოფებოდით, ეს რამდენიმე წლის წინ იყო. მე საქმიანობის სრული გამჭვირვალობის მჯერა, ვფიქრობ, მთავრობაც ასე უნდა მოქმედებდეს. ყველაფერი რასაც ვაკეთებ საჯაროა და შუქდება. მე მხარს ვუჭერ საქართველოს რეფორმების პროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და განვითარებას. ზოგადად, ჩემი მთავრობა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვის”, - განაცხადა კელიმ.

შეგახსენებთ გუშინ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, ტრისტან წითელაშვილმა თსუ-ში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა და პანკისის ხეობაში, სირიიდან დაბრუნებულ ტერორისტებს შეხვდა: ”საქართველოს მთავრობა დღეს ამერიკის საელჩოს და ამერიკის ელჩის მძევალია. ელჩმა იმ დონეზე ითავხედა, რომ პანკისის ხეობაში ავიდა და სირიიდან დაბრუნებულ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლ ტერორისტებს შეხვდა", - აღნიშნა წითელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics