06:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 18:20:12, 2112 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე იაკობი მედიას: ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას - რაც თქვენი საქმე არ არის, ნუ ჩაერევით

 „ძალიან ნიჭიერები ხართ ყველანი, ვინც ხართ,  ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას- რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით ნუ ჩაერევით, თორემ იცით სინამდვილეში რა ხდება“,-ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ბოდბეში, ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

„ეკლესიას მაინც ვერავინ დაამარცხებს, რაც არ უნდა ტელევიზიებით გამოვიდეთ. ჩვენს შიდა საქმეებს შიგნით გადავწყვეტთ.  ჭორიკნები არ ვართ, გარეთ გამოვიდეთ და რაღაცები ვილაპარაკოთ. ნუ ჩაერევით იმიტომ, რომ თქვენც კარგად იცით, სინამდვილეში რა ხდება, ისევე, როგორც ჩვენ“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მანვე მრევლს წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცა და ყურადღება ერთმანეთისადმი სიყვარულსა და დაპირისპირების  თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა:

„სამწუხაროდ, ერთმანეთს ისე არ ვექცევით, როგორც უნდა ვექცეოდეთ. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი გულები გაწმინდოს, გონება გაანათლოს. ამ საუკუნეში ტერიტორიების 20 პროცენტი მტერმა წაგვართვა. ვინც ჩვენ გვართმევს, ის მტერია, რადგან ღვთისმშობელმა რაც მოგვცა, არავითარი გამართლება არ აქვს მის წართმევას. იმას თავისი მოეკითხება,  ჩვენ ჩვენი ცოდვების გამო მოგვეკითხება, მაგრამ იმ მტერს თავისი მოეკითხება. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ღმერთი ჩვენსკენ იყოს.როგორღაც უნდა მოხდეს, რომ ეს დაპირისპირებულობა, რაც ერშია, და ხედავთ როგორი დაპირისპირებულობაა...ნაბიჯი უნდა გადავდგათ დიდი შერიგებისკენ, აღარ უნდა წამოვაძახოთ ერთმანეთს არაფერი იმიტომ, რომ ვისაც შეგნება ჰქონდა და შეეძლო, მან ბოდიში მოიხადა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics