|
2017-06-01 19:09:46, 2144 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
თარგამაძე: პრემიერ–მინისტრი აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებული ოპერაციის საქმის კურსში იყო
ევროპული საქართველოს წევრმა გივი თარგამაძემ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, ბრიფინგზე ისაუბრა. თარგამაძის განცხადებით, აფგან მუხთალის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაყვანის ოპერაცია სუს–ის სპეცდანაშაულების რაზმის ხელმძღვანელმა ზურა ხარაზისვილმა შეასრულა. მისივე თქმით, აღნიშნული ოპერციის შესახებ ინფორმირებული იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ,,დაიწყო ყველაფერი იქიდან, რომ უჩა მამაცაშვილის პარტნიორმა აზერბაიჯანული მხარიდან, რომელსაც პრობლემები აქვს საერთაშორისო სამართალთან და ემუქრება დაკავებული პოზიციებიდან გაწევა აზერბაიჯანში, ჩათვალა, რომ ასეთი საქციელით საჩუქარს გაუკეთებდასაკუთარ ხელმძღვანელობას და სთხოვა უჩა მამაცაშვილს ქართველი ძალოვანი სტრუქტურებისდახმარება იმაში, რომ ეს ჟურნალისტი რამენაირად გადაეყვანათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. უჩა მამაცაშვილმა თავის მხრივ ვინაიდან არ სურს პარტნიორის ცვლილება, მისცა ამის საშუალება, მისი ნდობით აღჭურვილი პირი შეახვედრა სუს-ის უფროსს, ვახტანგ გომელაურს. გომელაურმა ამ შეხვედრაზე დაისწრო მისი მოადგილე სოსო გოგაშვილი და საბოლოო ჯამში, ხელმძღვანელობა ამ ოპერაციაზე ჩაბარდა სწორედ სოსო გოგაშვილს. უშუალოდ ოპერაცია შეასრულა სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელმა ზურა ხარაზიშვილმა იგივე ხარებამ თავის ორ სპეცრაზმელთან ერთად. ამ ოპერაციის საქმის კურსში იყო თავიდან ბოლომდე პრემიერ–მინისტრი. სახელმწიფო თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს ვერც ერთი მიმართულებით. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს პრემიერის დღევანდელი კომენტარები. სიტუაცია პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საგანგაშო და აქ ერთი და ორი ხელმძღვანელის გათავისუფლება საქმეს არ უშველის. საჭიაროა როგორც მინიმუმ მთლიანი სამთავრობო ცვლილება’’, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)