23:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 15:41:55, 2268 ნახვა

სამართალი კომენტარი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს.

როგორც დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ის კატეგორიულად გამორიცხავს აზერბაიჯანის პროკურატურის ვერსიას იმის შესახებ, რომ მუხთარლი საზღვრის უკანონო კვეთისას დააკავეს.

ლეილა მუსტაფაევა დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე თბილისი ცენტრიდან გაიტაცეს და ამ შემთხვევის შესახებ ქართულმა ძალოვანმა უწყებებმა იცოდნენ.

ამასთან, მუსტაფაევა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

"საქმე აქ გატაცებაშია, რადგან მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ახლა 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აზერბაიჯანთან თანამშრომლობდნენ. ჩემი მეუღლე გატაცებულია და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სირცხვილია. თუ მან თავისით გადაკვეთა საზღვარი, ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადღაც გზაზე ხომ მაინც უნდა გამოჩენილიყო, თუ თავისით წავიდა. თბილისიდან ლაგოდეხში ხომ ვერ გადაფრინდებოდა“, - ამბობს ლეილა მუსტაფაევა.

მისივე თქმით თვალთვალის შესახებ სამართალდამცავებს არ მიმართეს რადგან დახმარების იმედი არ ჰქონდათ.

"ერთმა ჩვენმა თანამემამულემ, დულურ კაზიმოვამ მიმართა სამართალდამცველებს, რომ დასდევდნენ, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. დაშქინ აღალარლიმ მიმართა, შედეგი არც მაშინ არ ყოფილა. ჩვენც იგივე სიტუაციაში ვიქნებოდით. კარგი ჩვენ არ მივმართეთ მაგრამ სხვები? გამოიძიეს? არა!", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics