16:00 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 16:53:44, 2370 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლის სესიაშვილი: აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებულმა ფაქტმა სახელმწიფო ინტერესები დააზიანა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისთან დაკავშირებულმა ფაქტმა სახელმწიფო ინტერესები დააზიანა.

სესიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება მალე დასრულდება.

„მთავარია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესები დაზიანდა, მე ვიტყოდი, რომ ეს არის უკვე სახელმწიფოს ღირსების საკითხი ამიტომ ყველას, პოლიტიკური ინტერესების თუ სხვა მიზნებისთვის თითს იშვერს ქართული სპეცსამსახურების მიმართულებით, უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესები დაზიანდებოდა. ქართული ოცნების პოლიტიკური სტანდარტი არ არის ვინმეს გატაცება და ისეთ სკანდალებში გახვევა, რომელიც საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ყველას განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს, იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics