|
2017-05-31 14:21:15, 2139 ნახვა
სამართალი კომენტარი
ჯეჯელავა: არის ვერსია, რომ აფგან მუხთარლი დაცვის თანამშრომელია და ჟურნალისტი არ არის
„უნდა გადაამოწმოთ ინფორმაცია, იყო თუ არა აფგან მუხთარლი ჟურნალისტი, არის ვერსია, რომ ის რადიო „თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელია“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოკვლევა, მათ შორის აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციაზე, რომ ეს ადამიანი საზღვარს უკანონოდ კვეთდა. „სამწუხაროდ, შევეჩვიეთ, რომ არასამთავრობოები თავის თავზე საგამოძიებო ორგანოს ფუნქციასაც იღებენ და თვლიან, რომ სამ საათში შეუძლიათ გახსნან საქმე და ჭეშმარიტება დაადგინონ. მე მგონია, რომ ეს უბრალოდ არაკომპეტენტურობის ინდიკაციაა. შსს-მ გაავრცელა განცხადება, გუშინვე დაიწყეს მოკვლევა, მათ შორის აქვთ ინფორმაცია აზერბაიჯანელი კოლეგებისგან, რომ ეს ადამიანი უკანონოდ კვეთდა საზღვარს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ჟურნალისტი იყო, უნდა გადაამოწმოთ. არის ვერსია, რომ ის რადიო „თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელია. გამოძიება დაადგენს რეალობას, სად და რა პირობებში დააკავეს. პრაქტიკულად, გამოვრიცხავ იმ ვერსიას, რომელიც, სამწუხაროდ, არასამთავრობოებმა პირდაპირ ფაქტად წარმოგვიდგინეს, რომ ეს ყველაფერი მოხდა თბილისში და მოხდა ძალადობა“, - განაცხადა ჯეჯელავამ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)