|
2017-05-31 11:34:22, 2180 ნახვა
სამართალი კომენტარი
პრემიერი: ჩვენი მიზანია, პოლიცია კიდევ უფორ დაუახლოვდეს ხალხს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „საქმე, რომელსაც ემსახურებით, უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ხშირად რისკი ფასად გიწევთ მუშაობა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას მრავალი პოლიციელი შეეწირა. ისინი ჩვენთვის გმირები არიან. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ევრო სტანდარტებს. ჩვენ ცივილიზებულ სტანდარტებს ვამყარებთ ჩვენი. ჩვენი მიზანია, პოლიცია უფრო დაუახლოვდეს ხალხს, პოლიცია და საზოგადოება თანამშრომლებად იქცნენ. მჯერა, ჩვენ ძალიან მალე გვექნება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველა ვიამაყებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი პროფესიონალიზმით თქვენს წვლილს შეიტანთ თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, შსს პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)