15:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 13:08:22, 2544 ნახვა

სამართალი კომენტარი
პროკურორი: დეკანოზმა არ გაუშვა შანსი ხელიდან, საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გაეჭიანურებინა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე ცდილობს, თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და გააჭიანუროს პროცესი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულმა დღეს ახალი საბაბი გამოიყენა, როდესაც სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატების ჩართვის მიზეზით კიდევ ერთხელ გააჭიანურა საქმის განხილვა.

„დღევანდელ სხდომაზე სახაზინო ადვოკატმა განაცხადა, რომ უნდა ჩამოცილებოდნენ საქმის განხილვას, ვინაიდან ბრალდებულს ჰყავს ოთხი აყვანილი ადვოკატი. თუმცა, ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი დამატებით კიდევ საჭიროებდა სახაზინო ადვოკატებს. ბრალდებულს სურდა დღევანდელი სხდომის კიდევ ერთხელ გადადება იმ მოტივით, რომ ახალი ადვოკატები გაეცნონ საქმის მასალებს. ბრალდებულმა არ გაუშვა შანსი ხელიდან, რომ კიდევ ერთხელ გაეჭიანურებინა საქმის განხილვა. მას არ უნდა ნორმალური მართლმსაჯულება, რადგან კარგად იცის, რომ უტყუარი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, მისი ბრალეულობა დადასტურდება და ყველანაირი გზით ცდილობს, პროცესის გაჭიანურებას. მან გახსოვთ, ჩაშალა პროცესი, როდესაც პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა, დღეს კი, ახალი ადვოკატების ჩართვის საბაბით კიდევ ერთხელ გააჭიანურა საქმის განხილვა“, - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 ივნისს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics