10:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 10:52:30, 2089 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: 90-იან წლებში, საქართველოში აპრობირებული მეთოდებით, დღეს მოსკოვი ცდილობს, ადამიანები დააშინოს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

როგორც კობახიძემ თბილისში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევით, კონფლიქტების გაღვივებით, პირდაპირი სამხედრო აგრესიითა და ბოლოს მცოცავი ანექსიით, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ, შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ.

„ მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში, საქართველოში აპრობირებული მეთოდებით, დღეს მოსკოვი ცდილობს,  ადამიანები და ხალხები დააშინოს. გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა-საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში, აღმოსავლეთ ევროპასა, თუ ახლო აღმოსავლეთში. ამის საპასუხოდ ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატიის და შემწყნარებლობის გზა. ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით, საქართველო შეძლებს,  კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი სახელმწიფოებრიობა და გაწევრიანდეს მსოფლიოს წამყვან გაერთიანებებში-ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics