2017-05-27 17:01:34, 2349 ნახვა
სამართალი კომენტარი
ომბუდსმენი: სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია არ უნდა მოხდეს
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია იქამდე არ უნდა მოხდეს, ვიდრე ყველა დეტალი არ გაირკვევა.
როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ პროცესს დააკვირდება.
„ჩვენ პირველივე დღეს შევხვდით ბრალდებულს და ადვოკატებს, გარკვეული მასალებიც მივიღეთ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება მანამ, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თურქეთის მოთხოვნით, საკუთარ სახლში დააკავეს. 25 მაისს მას სასამართლომ 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს ონლაინ-პეტიცია შეიქმნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან