12:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 11:49:30, 1875 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

პრეზიდენტმა მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"მეოთხედი საუკუნის წინ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ამითი მრავალი თაობის ქართველების ოცნება ავასრულეთ- მიზანი თითოეული მოქალაქის, ეცხოვრა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში.

დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე მრავალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევაა, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

მიუხედავად სირთულეებისა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ განუხრელად ვავითარებდით ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულ, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ, თავისუფალ სახელმწიფოს.

ამ გზაზე ჩვენ მარტო არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით ჩვენს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, ამ გზაზე ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალი დიდი წარმატების და გამარჯვების საწინდარია დღევანდელი დღე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics