04:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 11:34:33, 2012 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრემიერის განცხადებით, განიხილება ინიციატივა, რომელიც მოქალაქეობის დაბრუნების პროცედურების გამარტივებას გულისხმობს

„საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ვიხილავთ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, აღარ უწევდეთ იმ რთული პროცედურის გავლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას სჭირდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის და მას ამისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ჩვენ ვიხილავთ ინიციატივას, რომელიც სხვათაშორის ეკუთვნის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქ იმყოფება და მინდა მას მადლობა გადავუხადო ამისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აღარ უწევდეთ იმ რთული პროცედურის გავლა, რომელიც სჭირდება საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას შემდგომში. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში და ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების აქტიურად დარჩენას საქართველოს ცხოვრებაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics