|
2017-05-26 11:56:02, 2142 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სესიაშვილი: ბევრი რამე ვისწავლეთ ნატო-სგან, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ
„ჩვენ ნატო-სთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან და ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სესიაშვილი მიესალმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას და აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მადლობა გადაუხადა: მან ასევე ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მიულოცა. „მართლაც რთული 26 წელი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ნატო-სთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ ნატო-სგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ნატო-ს ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ, ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა”,-განაცხადა სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)