10:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 11:06:33, 1934 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ჯეჯელავა: ეს ჩვენი მთავარი დღესასწაულია, რადგან თავისუფლებაზე მეტად ქართველ ადამიანს არაფერი უყვარს

ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართველ ადამიანს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე მეტად არაფერი უყვარს.

„მოგილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი მთავარი დღესასწაული, რადგან თავისუფლებაზე მეტად ქართველ ადამიანს არაფერი უყვარს. ყველა სამინისტრო ძალიან მიხარია, რომ ლამაზად და კარგად არის წარმოდგენილი. ვესტუმრეთ სპორტის და სოფლის მეურნეობის სტენდებს. განათლების სამინისტრომ სცადა, რომ ბავშვებისთვის სახალისო ღონისძიებები მოეწყო. მინდა ყველას ვთხოვო, თუნდაც ცოტა ხნით ბავშვები მოიყვანონ, არაჩვეულებრივი გაკვეთილებია დაწყებული. დაწყებული რობოტების სწავლებით და დამთავრებული კალიგრაფიით. მთავარი რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ სწავლა ყველაზე მაგარი გართობაა“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

ცნობისთვის, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს სტენდი რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ არის განთავსებული. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე წარმოდგენილია ინფორმაცია უძველესი ქართული დამწერლობის შესახებ, „ვეფხისტყაოსნის“ წიგნები. გარდა ამისა, მოწყობილია ღია საკლასო ოთახი, სადაც სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალური სახალხო გაკვეთილები ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics