14:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 20:44:41, 1966 ნახვა

კომენტარი
გუმრუქჩუ: დემირელის კოლეჯის მენეჯერი ორმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დააპატიმრეს

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუკი ორმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დააპატიმრეს, თურქეთის მთავრობამ მისი დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა. 

"ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. ის ადამიანი დააპატიმრეს ჩვენი ორმხრივი, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. თურქეთის მთავრობამ მისი დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა და ეს მოთხოვნა სწორედ თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ემყარება. ასე რომ, როგორც დიპლომატი, მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ინფორმაციას "მოამბე" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics