|
2017-05-25 15:29:17, 2009 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: კოოპერატიული მხარდაჭერის პროგრამას მაღალმთიან რეგიონებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განვახორციელებთ
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამისთვის 6 მილიონი ლარია გამოყოფილი. როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამორიცხული არაა, მასშტაბები გაიზარდოს. მისივე თქმით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების შესახებ პროექტი, მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. „მეცხოველეობის განვითარებაში ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ გვაქვს საგაზაფხულო და საზაფხულო საძოვრები, მაგრამ მოსახლეობას გამოზამთრების პრობლემა აქვს. ჩვენ, ფაქტობრივად, საკვების დამზადების ტექნიკას ვაწვდით კოოპერატივებს, ანუ მათ საშუალება ექნებათ, რომ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ზამთრისთვის მოახდინონ საკვების დამზადება, გააუმჯობესონ ჯიში, პროდუქტიულობა. როგორც იცით, ალპური მეცხოველეობა ითვალისწინებს როგორც რძის, ასევე ხორცის მიმართულებებს. ანუ ეს როგორც ხორცპროდუქტების, ასევე რძის პროდუქტების გაზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ პროექტის ფარგლებში, შემდეგი 2 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში უნდა შექმნას კოოპერატივები, რომლებსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები 25 წლიანი იჯარით გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)