10:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 15:27:22, 2191 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დავითაშვილი: ჩვენი პროექტის ფარგლებში 24 მუნიციპალიტეტში თითო კოოპერატივი მაინც უნდა შეიქმნას

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერის დავალებით მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვების რაციონალური გამოყენების შესახებ პროექტი შეიმუშავეს.

დავითაშვილის განმარტებით, პროექტი  მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს:

 "ტრადიციულად, საქართველოში მაღალ მთაში იყო მეცხოველეობა განვითარებული და სოფლის მეურნეობის სტრუქტურაც ასეა მოცემული, რომ ძირითადად გვაქვს დაახლოებით, მილიონზე მეტი სათიბი და საძოვარი, რომელიც განლაგებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრის ტერიტორიებზე. ეს არის დიდი პოტენციალი ერთი მხრივ, საკვები ბაზის, რომელიც რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ, მეორე მხრივ კი პროექტი ხელს შეუწყობს მაღალმ მთაში მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას",- განაცხადა  დავითაშვილმა და დასძინა, რომ პროექტი  თითო მუნიციპალიტეტში თითო კოოპერატივის შექმნას ითვალისწინებს და სულ 24 მუნიციპალიტეტია გათვალისწინებული.

"ჩვენი პროექტით, 24 მუნიციპალიტეტში თითო კოოპერატივი მაინც უნდა შეიქმნას შემდეგი ორი წლის განმავლობაში. მინიმუმ 200 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაერთიანდება. მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიები, საძოვრები ასეთ კოოპერატივებს გადაეცემა 25 წლიანი იჯარის ფარგლებში, 1 ჰექტარზე 15 ლარად. სამაგიეროდ მოხდება საძოვრების რაციონალურად გამოყენება. ამავე დროს,  საძოვრების ხარისხი შენარჩუნდება და არ მოხდება გადაძოვება",- განაცხადა დავითაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics