12:11 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 14:06:53, 2080 ნახვა

სამართალი კომენტარი
სერგეენკო ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე: ამას საპარლამენტო და საერთაშორისო კომისიების შექმნა არ სჭირდება

„ესაა შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული საპარლამენტო და საერთაშორისო კომისიების შექმნა და მჯერა, რომ გამოძიება უტყუარად დაადგენს ყველაფერს”,-ასე გამოეხმაურა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ე.წ. თორდია-ფარცხალაძის საქმეს.

მისივე შეფასებით, გამოძიებას უნდა მიეცეს საშუალება, სიმართლე დაადგინოს:

„ამ ინციდენტს პოლიტიკური სარჩული გაუჩნდა იმის გამო, რომ მასში მონაწილე ადამიანები იყვნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები”,-აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებს, რომ 13 მაისს, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებამ 22 მაისს საქმეზე შუალედურ ანგარიში და დაპირისპირების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics