04:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 13:22:30, 1858 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: იქნება სპეციალური გზავნილი ალიანსისადმი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო  მინისტრი ვიქტორ დოლიძე თბილისში 26-29 მაისს დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას გამოეხმაურა. 

დოლიძის შეფასებით, ამ მასშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარება, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ნატო-ს ყველა წევრისადმი და საქართველოსადმი, თუ რამდენად დიდია  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

მისივე განმარტებით, სამიტს მიენიჭება  ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა გამომდინარე იქიდან, რომ მასზე მიიღება საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტი, სადაც იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქმული როგორც ინტეგრაციული პროცესებისადმი, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და  რეფორმების  მხარდაჭერისადმი. გარდა ამისა, სახელწმიფო მინისტრის განმარტებით, იქნება სპეციალური გზავნილი რუსეთის ფედერაციისადმი ისევე, როგორც ნატო-სადმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს:

„როგორც მოგეხსენებათ, 26-29 მაისის ჩათვლით, საქართველოში, კერძოდ, თბილისში, პარლამენტის შენობაში, გაიმართება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გასვლითი  სხდომა პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მასშტაბური, მრავლისმომცველი  ღონისძიება და ამავე დროს, ჩემი აზრით,  არის  ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც საქართველოსადმი, ასევე ნატო-ს ყველა წევრისადმი, თუ რამდენად დიდია  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, გუშინაც განაცხადა  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და დღესაც აღინიშნა საქართველოსადმი ძალიან დიდი, მკაფიო და მკვეთრი ინტერესი, რასთან დაკავშირებითაც განცხადება ასევე გააკეთეს სხვა მაღალმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ჩვენმა მეგობარმა ჯეიმს აპატურაიმ. ჩვენ, არა მხოლოდ გეოგრაფიულად და ტეხნიკურად ვატარებთ ამ სამიტს, არამედ მას მიენიჭება  ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მივიღებთ საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალურ დოკუმენტს, განცხადებას, სადაც იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქმული როგორც ინტეგრაციული პროცესებისადმი, ასევე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, რეფორმების  მხარდაჭერისადმი. იქნება სპეციალური გზავნილი რუსეთის ფედერაციისადმი ისევე, როგორც ნატო-სადმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს და საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გარდა გეოგრაფიული, სტრატეგიული  მნიშვნელობისა, მას ძალიან სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭება. იმედი მაქვს, ყველა დაგეგმილი ღონისძიება, მათ შორის, რა თქმა უდნა, პოლიტიკური განცხადება, მივა ბოლომდე და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ამის მიღებასთან  დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ ექნება“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics