03:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 13:10:13, 1693 ნახვა

კომენტარი
კახი კალაძე: ხანდოს ხეობაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ინფორმაციით, ხანდოს ხეობაში სამშენებლო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები მხოლოდ სამ ადგილასაა შეჩერებული, ვინაიდან გზის გაყვანის დროს, ქვები ჩამოიყარა. მინისტრის თქმით, გერმანული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, აპირებენ ხანდოს ხეობაში ჩასვლას, რათა მოსახლეობას ყველა კვლევა აჩვენონ და დაარწმუნონ, რომ პროექტის განხორციელებით მათ არანაირი საშიშროება არ დაემუქრებათ:

„სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები შეჩერებულია მხოლოდ 3 კონკრეტულ ადგილზე. რამოდენიმე დღის წინ, როდესაც გზის სამუშაოები გადიოდა, ქვების ჩამოყრა მოხდა. ველოდებით კონკრეტულ გერმანულ კომპანიას, ვინც ეს პროექტი დააპროექტა, ამ ადამიანებთან ერთად ჩავიტანთ კვლევებს, ვაჩვენებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ დავარწმუნოთ, არანაირი საშიშროება ამ პროექტის განხორციელების შედეგად იქ მცხოვრებ ადამიანებს არ მიადგება“,-აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, ხანდოს ხეობის მოსახლეობა ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობა ამბობს, რომ  ბოძის დადგმას იმ ადგილას აპირებენ, სადაც მათი წინაპრების საფლავებია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გამოსხივება ადგილობრივების ჯანმრთელობას დააზიანებს.

10 მაისს სოფელ ხანდოსხევთან აქციაც გაიმართა,  რომლის მიმდინარეობისას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწეევის გამო, ადმინისტრაციული წესით რამდენიმე პირი დააკავეს.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს  შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეკრებილებმა სამშენებლო ტექნიკის სხვა ადგილზე გადაყვანა სცადეს.

აღნიშნულის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცათ, რის გამოც ვითარება დაიძაბა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი მოქალაქეც.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics