03:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 12:39:14, 2069 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას შენიშვნები არ აქვს

„პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, ბერლინში, კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. 

„რაიმე სახის შენიშვნები პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან, მის ფუნქციებთან დაკავშირებით, არ გამოთქმულა ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ. იყო გარკვეული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირიქით, რამდენიმე ფუნქცია ამ მოწყობის სახელმწიფოში, კონსტიტუციურად საპარლამენტო სახელმწიფოში არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით, იყო მცირე დისკუსია. საერთო ჯამში, პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს რაიმე კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, გამოთქმული შენიშვნა მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებას ეხებოდა.

„ერთ-ერთი საკითხი იყო ასეთი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ეს არ ჰქონდეს პრეზიდენტს, იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკაში მსგავსი პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში არ არსებობს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

კონფერენციის მეორე დღეს ადამიანის ძირითად უფლებებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, სახელმწიფო ფინანსებსა და სახელმწიფო თავდაცვაზე მსჯელობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics