2017-05-23 11:06:54, 2597 ნახვა
კომენტარი მსოფლიო
არიანა გრანდე: სიტყვები არ მყოფნის, განადგურებული ვარ
მანჩესტერში მომხდარ ტერაქტს ამერიკელი პოპ მომღერალი, არიანა გრანდე გამოეხმაურა.
„სიტყვები არ მყოფნის განადგურებული ვარ, მთელი გულით გამოვხატავ ძალიან დიდ მწუხარებას“, - წერს მომღერალი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, მანჩესტერ არენაზე, ამერიკელი პოპ მომღერლის კონცერტის დასრულებისას, როდესაც მაყურებელი დარბაზს ტოვებდა, ფოიეში აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა.
აფეთქების შედეგად არიანა გრანდე არ დაშავებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან