2017-05-19 13:45:06, 2184 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: საქმეში არავითარი ინტიმური ვიდეო მასალა არ არსებობს
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეში არავითარი ინტიმური ვიდეო მასალა არ არსებობს.
სასამართლო პროცესზე ჯარჯი წიკლაურმა ადვოკატებს მოუწოდა, მისი ნათქვამი არ დაემახინჯებინათ.
სახელმწიფო ბრალდება ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვის სხდომის სრულად დახურვას ითხოვს, რასაც დაცვის მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მოსამართლე ამ წუთებში გადაწყვეტილების მისაღებად, სათათბიროდაა გასული. სხდომა ნახევარ საათში განახლდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან