2017-05-16 16:48:48, 2013 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: არ შეიძლება საგნებით და იარაღებით ადამიანები შედიოდნენ დარბაზში, რომელიც მიტინგის ხასიათს არ ატარებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, იმისათვის, რომ კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას ხელი არ შეეშალოს და არ ჩაიშალოს შეხვედრები, შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება იქნება საჭირო.
"არ შეიძლება საგნებით და იარაღებით და ა. შ. ადამიანები შედიოდნენ იმ დარბაზში, რომელიც არ ატარებს მიტინგის ხასიათს და არის განხილვის და დისკუსიის სივრცე",-აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისში კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა ჩაიშალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან