|
2017-05-16 13:27:50, 2103 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: თბილისში ცვლილებების განხილვა ჩატარდება და შევეცდებით, თავიდან ავირიდოთ პროვოკაცია
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა აუცილებლად გაიმართება. მისივე თქმით, ორგანიზაციული საკითხები კომისიის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება: "თბილისში აუცილებლად ჩატარდება, გაგრძელდება ზოგადად საყოველთაო- სახალხო განხილვები. კანონიც ამას ითვალისწინებს, რომ მინიმუმ 1 თვის განმავლობაში განხილვები უნდა გრძელდებოდეს. კომისიის სხდომაზე განვიხილავთ ამ საკითხს და ორგანიზაციულ დეტალებზე შემდეგ მოგახსენებთ. რაც შეეხება უსაფრთხოებას და სხვა საკითხებს, ვიქნებით ყურადღებით ყველა დეტალის მიმართ და შევეცდებით, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, პროვოკაციის თავიდან არიდებაც , შესაბამის ზომებს მივმართავთ", - აღნიშნა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)