17:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-13 19:32:26, 2083 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ვიცით, რა ალიანსშია მოქმედი პრეზიდენტი და ვისთან ერთად გეგმავს გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდა, მოქმედი პრეზიდენტი ზეპარტიული არ არის.

ამის შესახებ კობახიძემ მცხეთაში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პირდაპირი არჩევნების მიუხედავად, მოქმედი პრეზიდენტი არ არის ზეპარტიული პრეზიდენტი. ანუ პირდაპირი არჩევნები არ ყოფილა იმის გარანტია, რომ პრეზიდენტი იყოს ზეპარტიული, ეს აჩვენა ჩვენმა რეალობამ“, - განაცხადა კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის კითხვას - „რომელი პარტიის წევრია გიორგი მარგველაშვილი“, კობახიძემ ასე უპასუხა:

„პარტიის წევრი არ არის, თუმცა პირდაპირ ვიცით რა ალიანსშია მოქმედი პრეზიდენტი და ვისთან ერთად გეგმავს გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. ეს არის ოპოზიციური სპექტრი, დაწყებული „ნაციონალური მოძრაობიდან“ დამთავრებული „პატრიოტთა ალიანსით“. ის არის პირდაპირ ალიანსში ამ პოლიტიკურ პარტიებთან და ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება ეს კონსულტაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics