13:09 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 21:35:55, 937 ნახვა

სპეციალური ანონსი
13 მაისის ანონსი

13 მაისს, 10:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) მხარდაჭერით უმასპინძლებს კონფერენციას: „სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.“ ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ახალი ვებგვერდის - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობების რეიტინგის პრეზენტაცია.
მის.: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“
საკონტაქტო პირი მერი მახარაშვილი - 599 50 01 37

13 მაისს, 11:30 საათზე, დუშეთის რაიონში, ფასანაურის თემის სოფელ ჭართალში ადგილობრივი მოსახლეობა, „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და სხვა ორგანიზაციათა მხარდაჭერით აქციას გამართავს, სადაც მოითხოვენ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მარშრუტის შეცვლას.
საკონტაქტო პირი ლაშა ჩხარტიშვილი - 558 29 69 80

13 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი "ახალი ღვინის ფესტივალს" საზეიმოდ გახსნის.
მთაწმინდის პარკი (შადრევნის მოედანი)

13 მაისს, 15:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის დაწესების მიზნით, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მის.: დიმიტრი უზნაძის ქ. N52, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საკონტაქტო პირები: თაია მახარაშვილი - 558 88 82 82, გიორგი ჭანტურია - 577 37 54 86

13 მაისს, 15:00 საათზე, "სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის” ორგანიზებით, Impact Hub Tbilisi-ში დისკუსია გაიმართება.
თემა: "რუსეთის ცრუ ინფორმაციის გავრცელების საფრთხეები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში". 
მის.: ნინოშვილის ქ. #8, ფაბრიკა

13  მაისს 15:00 საათზე "ხალხის პარტიის" ოფიში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე ტყიბულში მინდელის მაღაროში დამსაქმებელ კომპანიასთან დაკავშირბით საგანგებო განცხადებას გაავრცელებს.

მის: ი.ჯავახიშვილი #73

საკონტაქტო პირი თამარ ქათამაძე -  557 019090

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics