იზორია ე.წ. საზღვარზე: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ქმედება არის უკანონო
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ის ზნაურის რაიონში ე.წ. საზღვარზე საინჟინრო ნაგებობების აღმართვის შესახებ ინფორმირებული არაა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ქმედება არის უკანონო.
„ყველანაირი განცხადება იქნება, თუ ქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უკანონო და არალეგიტიმური. შესაბამისად, მსგავს განცხადებებს არავითარი საერთაშორისო გამართლება არ აქვს" - დასძინა იზორიამ.