|
2017-05-09 17:49:33, 1857 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე პრემიერის ტრამპთან შეხვედრაზე: ეს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მთავრობის ეფექტურად მუშაობაზე მეტყველებს
„გუშინდელმა შეხვედრამ ჩვენს პრემიერსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მჭიდროა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის კუთხით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახებ განაცხადა. „ჩვენ ვსაუბრობდით იმ კანონზე, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომლითაც უპრეცედენტო მხარდაჭერა იქნა გამოხატული საქართველოს მიმართ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გუშინდელმა შეხვედრამ ჩვენს პრემიერსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, თუ რამდენად მჭიდროა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის კუთხით დაახლოების გზაზე. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მთავრობა და პირადად პრემიერი, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ეს არის პირადად პრემიერის და მთავრობის უდიდესი დამსახურება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)