14:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 12:53:58, 2136 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე: პროკურატურა დეკანოზ მამალაძეს გარკვეული პირობით გათავისუფლებას ჰპირდებოდა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძემ მას ციხიდან მისწერა, რომ პროკურატურა გარკვეული პირობით გათავისუფლებას ჰპირდებოდა.

მეუფე პეტრეს თქმით, ამის სანაცვლოდ კი, ბრალდებულ დეკანოზს მკვლელობის მონაწილეებად პატრიარქის ძმის შვილი მეუფე დიმიტრი და უწმინდესის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დანაშაულის მონაწილეებად უნდა დაესახელებინა. 

"წერილი, რომელიც მამაომ სინოდში წასაკითხათ გამოგზავნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რომ წმინდა ინოდმა არ ისურვა ამ წერილის მოსმენა და არც მისი შინაარსისა, ამ წერილში წერია, რომ მასზე ირიბათ თუ პირდაპირ იყო მოთხოვნა, რომ მას დაესახელებინა დაცვის უფროსი და პატრიარქის ძმიშვილი, თითქოს ისინი იყვნენ თანამონაწილეები და მას ჰპირდებოდნენ განრიდებას", - აღნიშნა პეტრე ცაავამ.

ეს განცხადება მეუფემ გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა და განმარტა, რომ წერილი, რომელიც ციხიდან მიიღო, სინოდისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა წმინდა სინოდმა მის მოსმენაზე უარი თქვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics