14:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 17:11:39, 2191 ნახვა

სამართალი კომენტარი
პროკურორის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეზე მუქარას საფუძვლად რელიგიური მოტივი ედო

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით,  ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის მიმართ განხორციელებულ მუქარას საფუძვლად რელიგიური მოტივი ედო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წინასასამართლო სხდომის დახურვა მოითხოვეს.

წიკლაურის თქმით, სხდომის მონაწილეთა უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, სასულიერო პირია თუ არა მათი მოწმე, რომლის მიმართაც მუქარა განხორციელდა.  ის ასევე არ ახმაურებს, რა სახის იყო მუქარა.

"ჩვენ იმიტომაც დავხურეთ სხდომა, რომ არ გვინდა ვთქვათ,  რომელ ჩვენს მოწმეზე განხორციელდა მუქარა, რა სახის იყო ეს მუქარა. ამას ვაკეთებთ,  რათა დავიცვათ პროცესის  მონაწილეთა უსაფრთხოება. რელიგიური მოტივი ედო საფუძვლად, რატომაც შეუთვალეს მუქარა ერთ- ერთ ჩვენს მოწმეს", -განაცხადა პროკურორმა.

 ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სრულად დაიხურა. ამ წუთებში პროცესზე ერთ საათიანი შესვენებაა გამოცხადებული. მხარეები ერთმანეთის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს ეცნობიან, რათა სასამართლოს მათთან დაკავშირებით არგუმენტირებული პასუხები წარუდგინონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics