|
2017-05-03 14:25:30, 2043 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რატიანი უმრავლესობას: თქვენ იგივე პრინციპების საარჩევნო სისტემა შემოგვთავაზეთ, რაც მუსოლინიმ იტალიის პარლამენტს
„საარჩევნო სისტემა, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ქვეყანას, მინდა გითხრათ, რომ იგივე პრინციპების საარჩევნო სისტემა მე-20 საუკუნის დასაწყისში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს“, - ასე მიმართა „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. „ ცვლილებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია რასაკვირველია საარჩევნო სისტემა. საარჩევნო სისტემა, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ქვეყანას, მინდა გითხრათ, რომ იგივე პრინციპების საარჩევნო სისტემა მე-20 საუკუნის დასაწყისში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს. ჩვენმა მეგობარმა სერგი კაპანაძემ გამოიკვლია ეს საკითხი და მართალი გითხრათ არ მასვენებს შემეცნებითი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიელი ფაშისტების ეს სისტემა, თქვენ თვითონ მიხვედით აქამდე თუ მაინც ისტორიას ჩახედეთ და ამითი ხელმძღვანელობდით? ჩვენს ქვეყანას ძალიან მნიშნელოვანი ცვლილებები ელის და კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომლითაც შემდეგი უახლოესი ისტორია განისაზღვრება და ბუნებრივი არის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ კონსტიტუციის ცვლილება აუცილებელია, რომ დავეკითხოთ ხალხს. მათი მოსაზრება გავიგოთ და ამ მიმართულებით იყო ჩვენი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა, რომ პლებისციტი ჩაგვეტარებინა და გამოგვეკითხა ხალხი და გაგვეკეთებინა საერთო სახალხო გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კონსტიტუცია აინტერესებს მოსახლეობას. უნდა გითხრათ, რომ 26 წლის განმავლობაში ჩვენს პოლიტიკურ სისტემას ერთი და იგივე პრობლემა აქვს, ის რომ პირველ ადგილზე გასულს მუდამ სურს ჰქონდეს გადაჭარბებული ძალაუფლება და პირველ ადგილზე გასულს მუდმივად სურს მოგებულმა წაიღოს ყველაფერი და გადაჭარბებული ძალაუფლებით მართოს ხელისუფლება. ყველა პრობლემა, რომელიც აქამდე არსებობდა სწორედ იყო დაკავშირებული ამასთან და ამიტომ არის ასეთი ინიციატივა, რომ აუცილებელია რაღაცნაირად, სხვანაირად ჩამოვყალიბდეთ“,-განაცხადა რატიანმა.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)