03:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 11:35:59, 2292 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრის მოადგილე: არსებობდა რამდენიმე საფუძველი, რის გამოც ქვეყანაში „ღამის მგლები“ არ შემოუშვეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, რუსული ბაიკერ-კლუბის "ღამის მგლების" წევრებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის მიზეზი ქვეყნის კანონმდებლობაა.

როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაიკერების შემოსვლას საქართველოში უცხოელთა შემოსვლის კანონი არეგულირებს.

„ჩვენი პოზიცია „ღამის მგლებთან“ დაკავშირებით გუშინ იყო ცნობილი. მოგეხსენებათ, არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ აქ ყოფნას. არსებობდა რამდენიმე საფუძველი, რის გამოც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება არ შეშვების კონკრეტულ მიზეზს, ხუციშვილის განმარტებით, მესაზღვრეს აქვს დისკრეციული უფლება, მგზავრობის მიზანი და სხვა ინფორმაცია გამოიკითხოს.

„სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით მოხდა გადაწყვეტილების მიღება“, - დასძინა შს მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რუსი ბაიკერების საქართველოში შესაძლო ვიზიტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელში შესაბამისი პეტიციაც გავრცელდა, სახელწოდებით -  „არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics