|
2017-05-02 12:52:39, 1760 ნახვა
კომენტარი
ღლონტი: „ღამის მგლები“ პროპუტინურ ბანდიტურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც რუსეთის მიერ ფინანსდება
პარტია "რეფორმატორების" თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი საგანგებო ბრიფინგით პროპუტინური ორგანიზაციის "ღამის მგლების" საქართველოში შემოსვლის მცდელობას ეხმაურება და ხელისუფლებას, მთავრობის მეთაურს და სუს-ის უფროსს გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ,,მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინის მეგობარი ბაიკერების - ე.წ. "ღამის მგლების" საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება მომეტებული საფრთხის მატარებელია ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის და ამ ბანდიტური ჯგუფის საქართველოში შემოსვლის უფლება მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით უნდა შეზღუდოს საქართველოს ხელისუფლებამ. "ღამის მგლები" წარმოადგენს პროპუტინურ ბანდიტურ ორგანიზაციას, რომელიც ფინანსდება რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ფონდისგან, იმართება რუსული სპეც სამსახურების მიერ და მათი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციების მოწყობაა. ,,ღამის მგლები'' წარმოადგენს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ე.წ. ,,ჰიბრიდული ომის'' ერთ-ერთ მექანიზმს, თავად ჰიბრიდული ომი მიმართულია ცივილიზებული და დასავლეთთან პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ, რომლის ადრესატსაც სამწუხაროდ საქართველო წარმოადგენს. აშშ-მა და კანადამ, სხვდასხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, პოტენციური საფრთხეების და საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით და ამ გზით მათ აეკრძალათ ამ ქვეყნებში შესვლა. მაშინ, როცა სულ ახლახან, 9 აპრილს პუტინმა და მისმა ხელისუფლებამ მორიგი უპატივცემულობა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და ცხინვალის რეგიონში მოაწყო ე.წ. რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ, როცა გასულ თვეში პირადად ლავრომა გახსნა აფხაზეთში არსებული რუსეთის საელჩოს ახალი კორპუსი - განსაკუთრებით ამ მოცემულობაში დაუშვებლად და სამარცხვინო ქმედებად მიმაჩნია რუსული სპეც სამსახურების მიერ მართული, პუტინის მეგობარი ბაიკერების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში და მათთვის ,,გადარბენის'' უფლების მიცემა. მე მსურს მივმართო საქართველოს მთავრობის მეთაურს, ბატონ კვირიკაშვილს და სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს, რათა არ დაუშვან მორიგი რუსული საფრთხის მიმართ უპასუხისმგებლობის გამოხატვა და უარი ეთქვას ამ საფრთხის მატარებელ ორგანიზაციას საქართველოში შემოსვლაზე. ხელისუფლების მხრიდან დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის გამოხატვის შემთხვევაში მაღალი ალბათობით 9 მაისს ჩვენ დავდგებით ახალი რუსული საფრთხის წინაშე და პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს", - ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)