03:25 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 13:02:31, 1961 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ცვლილებების 80-85% ექსპერტების, არასამთავრობოების და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს ეფუძნება

„კონსტიტუციას უამრავი  ხარვეზი ჰქონდა, მათ შორის ტექნიკური, სტრუქტურა  აბსოლუტურად არასწორად იყო ჩამოყალიბებული“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან შეხვედრისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც  კობახიძემ აღნიშნა, კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი გადასინჯულია.

„რაც შეეხება კომისიის მიზნებს, პარლამენტმა გამოსცა შესაბამისი დადგენილება დეკემბერში, რომლითაც დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონკრეტული მიზნები. ორი ძირითადი მიზანი იყო დასახული. ერთი-კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან,  მეორე მიზანი გახლდათ გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მყარი კონსტიტუციური  ფუნდამენტის ჩაყრა და მესამე მნიშნელოვანი საკითხი, რაც უნდა  გამოიკვეთოს ეს არის მოქმედი კონსტიტუციის გაუმართაობა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. აბსოლუტურად  გაუმართავი იყო სტრუქტურა, ნორმები. უამრავი ხარვეზი ჰქონდა კონსტიტუციას, მათ შორის ტექნიკური, სტრუქტურა აბსოლუტურად არასწორად იყო ჩამოყალიბებული, მუხლების დასათაურებაც კი იყო შეუძლებელი, იმდენად აღრეული იყო  სტრუქტურა კონსტიტუციაში, მაშინ როდესაც ეს დოკუმენტი უნდა იყოს ერთგვარი  სახელმძღვანელო  ნებისმიერი იურისტისთვის.  ეს  სამი ძირითადი ამოცანა ჰქონდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს  სამივე ამოცანა არის ზედმიწევნით  შესრულებელი. ძალიან დიდი  სამუშაო იქნა  გაწეული  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის  ფორმატში. თქვენ, რომ შეადაროთ მოქმედი კონსტიტუცია და ახალი  შეთავაზებული  რედაქცია არის  პრაქტიკულად ყველა მუხლი თითქმის არის გადასინჯული, თითქმის  ყველა პუნქტს შეეხო ცვლილებები და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ ცვლილებების უხეშად, რომ ვთქვათ  80%-85%  ეფუძნება ექსპერტების არასამთავრობო  ორგანიზაციების  და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს. კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი ხას უსვამს პროცესის  ინკლუზიურობას“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics