06:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 12:26:53, 1986 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: საზოგადოებას დღემდე არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა იმ ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციაში ხორციელდება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებას დღემდე არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციაში ხორციელდება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხშირად არასწორი ფორმით ხდება.

„საზოგადოებას დღემდე არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა იმ ცვლილებების თაობაზე, რომელიც  ხორციელდება კონსტიტუციაში. გარდა ამისა ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ხშირად ხდება არასწორი ფორმით ინფორმაციის  მიწოდება საზოგადოებისათვის. ჩვენ ამოცანაა საზოგადოებას შევუქმნათ ობიექტური წარმოდგენა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე. დაგეგმილი გვაქვს ფართომასშტაბიანი კამპანიის გაშლა და  იმისათვის, რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს  საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე.

მინდა მიმოვიხილო ის პროცესი, რომელის საფუძველზეც გადაისინჯება საქართველოს   კონსტიტუცია და  ასევე მინდა მიმოვიხილო ძალიან მოკლედ ამ პროცესის შედეგები“,-განაცხადა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტმა საზოგადოებას განსხვავებული ფორმატი შესთავაზა, რომელიც პარლამენტის ეგიდით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა.

„პირველ რიგში რაც შეეხება პროცესს, თქვენ გახსოვთ, რომ კომისიის შექმნის  საწყის ეტაპზე იყო  დისკუსია ფორმატთან დაკავშირებით, იყო შემოთავაზებული საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან  ერთი ფორმატი, რომელიც ითვალისწინებდა სამი თანათავმჯდომარის ქვეშ კომისიის არსებობას. ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას განსხვავებული ფორმატი, რომელიც ითვალისწინებდა პარლამენტის ეგიდით სახელმწიფო  საკონსტიტუციო კომისიის  ჩამოყალიბებას. ამ ორ ფორმატს შორის იყო კონცეპტუალური განსხვავება. საზოგადოებას ცოტა ზედაპირულად მიეწოდებოდა ინფორმაცია ამ ორ ფორმატთან დაკავშირებით. მარტივი შედარება კეთდებოდა რა ჯობდა ერთი თავმჯდომარე ყოლოდა თუ სამი თანათავმჯდომარე, რეალურად ორ ფორმატს შორის იყოს კონცეპტუალური განსხვავება. ერთი ითვალისწინებდა საპრეზიდენტო ფორმატს, მეორე  საპარლამენტო ფორმატს“,-აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics