21:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 12:47:19, 2253 ნახვა

სამართალი კომენტარი
ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის' ბრალდებებიტან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართა. 

საუბარია პარტიის მიერ მისი შვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, 2015 წელს მომხდარი ავტომობილის ქურდობის საქმეზე სავარაუდო დამნაშავის თითის ანაბეჭდი დავით სესიაშვილის თითის ანბეჭდს ემთხვევა.

როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებტან საუბარში აღნიშნა, სამართლებრივი რეაგირება უნდა მოყვეს იმ განცხადებას, რომელიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაისმა.

სესიაშვილის ინფორმაციით, ის აღნიშნული საქმით დაინტერესდა და დეტალები მოიძია. 

"მივმართავ პროკურატურას, გამოიძიონ, საზოგადოებამ გაიგოს, რომ  ჩემს შვილს არ და ვერ ექნებოდა ამ ქურდობასთან კავშირი, მეორე მხრივ, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ამ ცრუ დასმენაზე. ბუნებრივია, რომ მანქანაზე სხვა ანაბეჭდებთან ერთად, დაფიქსირებულია ჩემი შვილის თითის ანაბეჭდები, რადგან ავტომობილის მეპატრონე მისი ბავშვობის მეგობარია. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაუგებარია ცნებები მეგობარი, ოჯახის ახლობელი. მათ უბრალოდ შეეშინდათ, მე როგორც პოლიტიკოს ვერ გამიბედეს და გადაწვდნენ ჩემს შვილს. მათ მოეთხოვებათ პასუხი ამ ცილისწამებაზე“, - აღნიშნა სესიაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics