21:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 11:58:05, 2177 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კახა კალაძე: „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით თუ მოლაპარაკებები არ შედგება, არბიტრაჟისთვისაც მზად ვართ

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით შესაძლოა, მოლაპარაკებები შედგეს და საქმე არბიტრაჟამდე არ მივიდეს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მოლაპარაკებები არ შედგება, ქართული მხარე არბიტრაჟისთვისაც მზად არის.

„ჩვენ შეტყობინება მივიღეთ არბიტრაჟთან დაკავშირებით. ვამზადებთ დოკუმენტაციას, მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენ პოზიციებს, მაგრამ შეიძლება საქმე დავამდეც არ მივიდეს, შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები. ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. თუ მოლაპარაკებები არ შედგება, არბიტრაჟისთვისაც მზად ვართ“,- განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ყაზახი ინვესტორები საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივიან. სარჩელის თანხა 180 მილიონი დოლარია. საქმე ეხება საქართველო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ყაზახურ მხარეს გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მართვის უფლება ჩამოერთვა და კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი სემეკ-ის მიერ დანიშნულ დროებით მმართველს გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics