|
2017-04-26 21:37:27, 2024 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გერმანიის საგარეო მინისტრი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას
გერმანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა საქართველო-გერმანიის გახსნის ცერემონიის წინ ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 1992 წლის აპრილში გერმანიამ პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და პირველი საელჩო გახსნა თბილისში. „საქართველოს მოსახლეობა იმ დროიდან მოყოლებული და მანამდეც ევროპაზეა ორიენტირებული - იმ დროს როცა ევროპის ერთიანობას შიგნიდან ჰყავს სკეპტიკოსები, ეს ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ხანდახან ევროპის გარეთ ევროპას უფრო აფასებენ ვიდრე თავად ევროპაში. ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და ვაფასებთ იმ დიდ ძალისხმევას, რაც რეფორმების გატარების კუთხით საქართველომ გასწია“, - განაცხადა გერმანიის საგარეო მინისტრმნა. ზიგმარ გაბრიელმა განსაკუთრებით აღნიშნა და საქართველო-ევროკავშირის ერთობლივ წარმატებად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის და აღნიშნა ქართველი სამხედროების სიმამაცე ავღანეთში მაზარიშარიფის ბაზაზე. "ბევრმა გერმანიაში ალბათ არც კი იცის, რომ ავღანეთში, მაზარ-ე-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე ტერორისტული თავდასხმის დროს სწორედ ქართველი ჯარისკაცები იყვნენ ისინი, ვინც გერმანელებს პირველი დახმარება აღმოუჩინეს, ამისათვის განსაკუთრებით დიდ მადლობას გიხდით და მნიშვნელოვანია, რომ ეს საჯაროდ, ხმამაღლაც განვაცხადოთ. განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც ხანდახან გვავიწყდება, რომ რთულ ვითარებაში ჩვენც გვეხმარებიან. ის, რომ ამ შემთხვევაში საქართველო დაგვეხმარა, განსაკუთრებით სასიხარულოა“, - განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა. მან ასევე საქართველო-გერმანიის წლის შესახებ ისაუბრა, რომელიც ორი ქვეყნის მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდგომ საზეიმოდ გახსნეს. საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ საიუბილეო წელი 12 თვის ნაცვლად 18 თვეს გასტანს: „საქართველო-გერმანიის წელი უფრო დიდი ხანი გაგრძელდება ვიდრე 12 თვე. 18 თვის განმავლობაში საქართველოსა და გერმანიაში 130-ზე მეტი საერთო ღონისძიება და პროექტი ჩატარდება. მხოლოდ ეს აჩვენებს თუ რამდენად მრავალფეროვანი და მდიდარია ჩვენი ურთიერთობები. წინ ძალიან საინტერესო წელი გველოდება."
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)