17:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 14:04:21, 1889 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: „ყაზტრანსგაზის“ მიერ დაყენებულ საკითხებს ჩვენი მხრიდან არგუმენტირებული პასუხები გააჩნია

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის  ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ყაზტრანსგაზის შემთხვევაშიც, ყაზახური მხარისგან   საპრეტენზიო წერილი მიიღეს.

მისივე განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები,  რათა საკითხი მოლაპარაკების გზით გადაიჭრას და   არბიტრაჟში დავა არ მოუწიოთ.  თუმცა, ირაკლი ხმალაძის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე დავამდე მივა, აქვთ არგუმენტირებული პოზიციები, რომლითაც  სადავიო პროცესის ნეგატიური შედეგის გარეშე დასრულებას შეძლებენ:

 „ყაზტრანსგაზის შემთხვევაში, მიღებული გვაქვს ასევე საპრეტენზიო შეტყობინება ყაზახური მხარისგან. აქაც მოლაპარაკების რეჟიმში ვიმყოფებით და  აქაც არსებობს რესურსი და ალტერნატივა, რომ  მოხდეს საკითხის მოლაპარაკების გზით დასრულება და არ მოგვიწიოს  არბიტრაჟში წასვლა. ყაზტრანსგაზთან მიმართებითაც, თითოეულ მათ მიერ დაყენებულ საკითხს გააჩნია ჩვენს მიერ არგუმენტირებული პასუხები და ვთვლით, რომ დავის შემთხვევაშიც, არ ველოდებით ნეგატიურ შედეგებს“,-განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისთვის, ყაზახური მედიის ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზმა" საარბიტრაჟო სასამართლოში "ყაზტრანსგაზ თბილისის" დასაბრუნებლად სარჩელი შეიტანა. 

მათივე ცნობით, კომპანიამ  საქართველოში შვილობილის გაყიდვა ვერ შეძლო, ამიტომ მის დაბრუნებას ითხოვს.

 "ყაზტრანსგაზმა" "ყაზტრანსგაზ თბილისზე" კონტროლი 2009 წელს დაკარგა. როგორც ცნობილია,  საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მათ ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ 40 მილიონი დოლარის ვალი ჰქონდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics