14:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 12:20:57, 2584 ნახვა

კომენტარი მსოფლიო
სოფიო ქაცარავა: თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა გამოხატა პოზიცია, რომ აგრამუნტი უნდა გადადგეს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა თავისი მკაფიო აზრი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი აგრამუნტი უნდა გადადგეს.

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, დღეს ღია დებატები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული მხარეც მიიღებს.

„საკმაოდ მწვავე რეაქცია იყო გუშინ, განსაკუთრებით, საგაზაფხულო სესიის დაწყების პირველ დღეს, როდესაც, თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, თავისი მკაფიო აზრი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ აგრამუნტი უნდა გადადგეს, ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა და, მგონი, ყველა ერთსულოვანი იყო, უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობას ასეთი პოზიცია ჰქონდა. 

დღეს იქნება როგორც მოგეხსენებათ ღია დებატები, ველოდებით, რომ იქნება საკმაოდ მწვავე კითხვები და შეფასებები იქნება პოლიტიკოსების მხრიდან. შედეგებზე ამ წუთას არ შემიძლია ვთქვა არაფერი და კომენტარი გავაკეთო, თუმცა იქნება საკმაოდ მწვავე დებატები და ჩვენც, ცხადია, მონაწილეობას მივიღებთ. სავარაუდოდ, შეიძლება, ჩვენც დავსვათ კითხვები. ჩვენც ვუერთდებით კოლეგებს იმ განცდაში და იმ შეფასებაში რაც გუშინ გამოიხატა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტის, რუსი დეპუტატის თანდასწრებით სირიის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო, საპარლამენტო ასამბლეის წევრები დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე დეპუტატმა არგამუტის გადადგომაც მოითხოვა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics