|
2017-04-19 15:19:54, 1895 ნახვა
კომენტარი
გომელაური: პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებთან, მეზობელ სახელმწიფოებთან, ისრაელთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან, ევროსაბჭოსთან, ეუთო-სთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა. „მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით დიდია მათი როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების ატაშეებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი უწყების საქმიანობა მომავალშიც მიმართული იქნება საქართველოსთვის პოტენციური საფრთხეების პროგნოზირებასა და პრევენციაზე, მის წინაშე მდგარი გამოწვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და განეიტრალებაზე, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების აღკვეთაზე. სამსახურის საქმიანობა განხორციელდება კანონისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვით და ორიენტირებული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე“,-განმარტა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)