|
2017-04-19 14:43:35, 1771 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გომელაური: საანგარიშო პერიოდში რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტია აღკვეთილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი აღკვეთეს. როგორც გომელაურმა აღნიშნა, 2016 წლის გაზაფხულზე საქართველო დიდი შვიდეულის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა. "ჩვენი სამსახურის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტების გაუვრცელებლობის საკითხებს. უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს შესაბამის უწყებათშორის საბჭოს და კოორდინაციას უწევს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას. 2016 წლის გაზაფხულზე საქართველო შეუერთდა დიდი შვიდეულის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალურ პარტნიორობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საანგარიშო პერიოდში აღკვეთილია რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი. 2016 წლის 14 აპრილს, ქ. თბილისში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყო „ურან 238“, დაკავებულია 6 პირი. 2016 წლის 25 აპრილს, ქ. ქობულეთში ამოღებულია ერთი კილოგრამი და 665 გრამი რადიოაქტიური ნივთიერება რომელიც შეიცავდა „ურან 235“-ს და „ურან 238“-ს, დაკავებულია 6 პირი", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)